Digest Logo

ნარკოდამოკიდებულება, კაზინოში სიარული, პატიმრობა, დის შვილის შვილება, ნინო სუხიშვილზე შეყვარებული - სკანდალებში გახვეული თემურ თათარაშვილის პირადი

1710927000
 თემურ თათარაშვილი

მომღერალი, მუსიკოსი თემურ თათარაშვილი იუბილარია, დღეს, 20 მარტს იგი 58 წლის გახდა.

ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, გემოვნებიანი, გამორჩეული ხმისა და რეპერტუარის მქონე, ძალიან კარგი მომღერალი ქართულ შოუბიზნესში, რომლის სიმღერები ყველას დიდ სიამოვნებას ჰგვრის იგი, სწორედ, თავისი სიმღერებით.

თემური წყლებია დგას სცენაზე, მისი პირადი ცხოვრება კი ყოველთვის აინტერესებს ხალხს, მომღერალი უამრავ სკანდალში არის გახვეული, თუმცა ამის უკან საკმაოდ წარმატებული კარიერა დგას, დღეს „დაიჯესტი“ სწორედ თემურ თათარაშვილის პირადზე მოგიყვებათ. 

ბიოგრაფია 

თემურ თათარაშვილი –  დაიბადა 1966 წლის 20 მარტს. დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი და ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – პროფესიით ეკონომისტი და ინჟინერია. როგორც თვითონ, ამბობს ენა ამოიდგა თუ არა, სიმღერა დაიწყო. 1989 მონაწილეობა მიიღო  ფესტივალზე – „იურმალა” და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.

1983-1985 წლებში მღეროდა ანსამბლში „ვია 75″. 1986-1996 წლებში მღეროდა ანსამბლში  „ივერია”.

1996 წლიდან სოლო კარიერას  იწყებს .1999 წელს  მომღერალს  ღირსების ორდენი გადაეცა.პირველი სიმღერა სოლო მომღერლის რანგში გალხდათ „ნუ დამტოვებ მარტო“ (ოთარ ტატიშვილი )გადაღებული  აქვს 4 ვიდეორგოლი –  „მე სანამ შენამდე მოვედი“, „მოვალ “ ( დუეტი ეკა კვალიაშვილთან), „სიყვარულის სიტყვები“( დუეტი თიკა ხეცურიანთან), „ გული ადამიანობს“. შესრულებული აქვს დუეტები ცნობილ მომღერლებთან: ლელა წურწუმია, მანანა თოდაძე, ეკა კვალიაშვილი , მაია ჯაბუა, ასევე ანსამბლთან  „ქართული ხმები“,  „ფორტე“  და  სხვა. გამოშვებული აქვს 3 ალბომი – „ღმერთო თბილისს უმრავლე ეშხიანი ქალები“, „თემურ თათარაშვილი“, „შენამდე მოვედი“2017 წელს 50 წლის იუბილეზე  მომღერალს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.  მომღერლის რეპერტუარში ქართველი და რუსი კომპოზიტორების  მრავალი ლირიკული ნაწარმოები შედის.

 თემურ თათარაშვილი ნარკოდამოკიდებულებაზე და მძიმე პერიოდზე

„16 წელი ნარკოტიკის მომხმარებელი ვიყავი. ვბრაზდები და მწყინს როცა ამბობენ, რომ არ არსებობს განკურნება.

ძლიერ ოჯახშიც ვცხოვრობდი, კარგი სამსახურიც მქონდა და ძალიან წარმატებულიც ვიყავი, მაგრამ დავიწყე მოხმარება.

არანაირი პრობლემა არ მქონია, მაშინ 90-იანებში მოდაში იყო.

ახლა მგონია, რომ ნარკოტიკი სირცხვილია, გოიმობაა და უარყოფითად ვუყურებ.

ყველას მინდა ვუთხრა, რომ თუკი რამე ცუდი დამემართა, დამემართა იმ პერიოდში, ბედნიერი ვარ, რომ ვარ აბსოლუტურად ჯანმრთელი, უკვე 18 წელია“,- ამბობს თემურ თათარაშვილი.

„17 წელი გავიდა იმ ამბიდან და მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს სუფთა ვარ... მე კაზინოში დავდიოდი, ცუდად ვხვდებოდი, როდის დაბნელდებოდა, რომ კაზინოში შევსულიყავი...“ - ამბობს თემურ თათარაშვილი. 

როგორც იგი ჰყვება, სუიციდზეც უფიქრია. 

„ახლაც, რომ მახსენდება იგივე შეგრძნება დამეუფლა. საერთოდ, არაფერი აღარ მინდოდა, მრცხვენოდა ჩემი შვილის, დედაჩემის, ჩემი მსმენელის..

თავის ჩამოხრჩობა მინდოდა..”, – ამბობს თემურ თათარაშვილი. 

მომღერალი თემურ თათარაშვილი 2006 წლის 26 სექტემბერს თბილისში, სანაპიროზე დააკავეს. მას ბრალი ნარკოტიკული საშუალების სუბოტექსის შენახვა-რეალიზაციაში ედებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თათარაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მომღერალი ციხიდან 2008 წლის 27 იანვრის პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გაათავისუფლეს.

თათარაშვილი პატიმრობას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

გასულ წელს მიცემულ ინტერვიუში, მან დაკავების მიზეზზე ისაუბრა:

„2006 წლის 25 სექტემბერს დამირეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა „პესკეებზე“ ყურძენი უნდა დააწოვოს და შემდეგ შენ დადგე. მას, დილის 11 საათზე მოდი, უარი ვუთხარი, „ადმინისტრაციას ვუთხარი, სააკაშვილთან ღვინოს არ დავლევ. ეს სატელეფონო საუბარი 3:00 საათზე შედგა და 4:00 საათზე უკვე დამაკავეს. ჩემი დაკავება მანამდე რომ ყოფილიყო დაგეგმილი, პრეზიდენტის პროგრამაში არავინ შემიყვანდა. შვილიშვილებს ვფიცავარ, იმ მომენტში ჯიბეში არაფერი მქონდა“, - განაცხადა თათარაშვილმა ინტერვიუში.

 

ნინო სუხიშვილზე შეყვარებული თათარაშვილი

გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ნინო სუხიშვილზე იყო შეყვარებული და მას ყოველდღე ყვავილებს ისე უგზავნიდა, რომ ნინომ არ იცოდა, ვისგან იღებდა საჩუქარს.

ნინო სუხიშვილზე ის მანამდე იყო შეყვარებული, სანამ მომავალ მეუღლეს გაიცნობდა.

„ეს იყო ნინო სუხიშვილი, ნიანუ… მას ყოველდღე ყვავილებს ვუგზავნიდი. მან არ იცოდა, რომ ეს მე ვიყავი. მე ვიყავი შეყვარებული. მეგობრებს ვატანდი და ვთხოვდი, ცუდად ჩაიცვით, ვითომ ყვავილების მიმტანები ხართ-მეთქი. ერთ დღეს გაბრაზდა და იკითხა, ვინ მიგზავნის ამ ყვავილებსო. დიდ ნინო რამიშვილს უთქვამს, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ადამიანს უყვარხარ და გიგზავნის ყვავილებსო…“ - ამბობს მომღერალი.

ცოლი

თემურ თათარაშვილის ყოფილი მეუღლე ნინო ადამაშვილია, რომელსაც დღეს თემურთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვს.

„მამაჩემი, ჯემალ ადამაშვილი, როგორც იცით, კომპოზიტორია, საბავშვო სიმღერებს, კინომუსიკას და საგალობლებს ქმნის. ოჯახი მთელი ცხოვრება ვმღეროდით, ვგალობდით, მაგრამ რაც თათარაშვილებში მოვხვდი, აღარ მიმღერია. თემური არ მამღერებს. რაც შეეხება ჩვენს გაცნობას, სკოლა რომ დავამთავრე, მაშინ გავიცანი. ჩემს ახლობელს ნიშნობა ჰქონდა, სადაც დაპატიჟებული ვიყავი. მეორე დღეს ამ ოჯახში ახალგაზრდები შევიკრიბეთ და აი, იქ გავიცანი. სექტემბერი იყო. ნოემბერში კი უკვე ქორწილი გვქონდა. ძალიან უცბად მოხდა ყველაფერი. დაფიქრებაც ვერ მოვასწარი“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში თემურის ყოფილი ცოლი.

„მეუღლე პირველივე დღეს შემიყვარდა.  სახლში ვარ, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და ჩემი ძმაკაცის მამიდაშვილის ნიშნობა იყო. შემოდის ჩემი ცოლი. ზამთარი იყო... ახალი ჩამოსული იყო, რომელიღაც თბილი ქვეყნიდან. „ზაგარი“ ჰქონდა, ლურჯი თვალები...  25 დღეში დავქორწინდით,“ - ამბობს თემურ თათარაშვილი.

წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი ჰყავს.

დის შვილის შვილობა

მომღერალმა თემურ თათარაშვილმა  გადაცემაში „სხვა კითხვები“ თავისი ცხოვრების უმძიმესი პერიოდები გაიხსენა და პირდაპირ ეთერში დაასახელა მიზეზი, რის გამოც თავისი დის შვილი იშვილა.

„თვითონ გადაწყვიტა ასე. ჩემთან გაიზარდა ოჯახში და ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, არ მინდა მამაჩემის გვარი მქონდესო... სულ მინდოდა მამამისთან ურთიერთობა ჰქონოდა, თუმცა არ უნდოდა მამა“, - განაცხადა თემურ თათარაშვილმა.

თემურ თათარაშვილი წარმატებულ კარიერას დღემდე აგრძელებს, და ხშირად ანებივრებს მსმენელს კონცერტებით საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც გადაცემაში მამაზე ვისაუბრე, ჰეითერები წერდნენ, როგორ შეგიყვარდა 7 წლის უნახავი მამაო“ - ბარბარე ჯანაშია

⭕🎥 „ამაზე დიდი ემოციები არ არსებობს“ - ილია თოფურიას დის და დეიდის ემოციები, ჩემპიონის საქართველოში დაბრუნების დროს

🎥 „17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, დედას პირადი ცხოვრება არ ჰქონია, მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა...“ – ნუცა ბუზალაძის ინტერვიუ დედაზე