Digest Logo

მედია: მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის გამო, უსმან ნურმაგომედოვი და ინციდენტის ყველა მონაწილე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს

1794428894
 მერაბ დვალიშვილი

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე აბუ-დაბიში დააკავეს.

ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

მანამდე დვალიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

„ჩხუბის მონაწილეები ვითარების გასარკვევად და გამოსაკითხად არიან დაკავებული“, - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

2025 წლის იანვარში დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვის ძმას, უმარ ნურმაგომედოვს შორის სატიტულო ბრძოლა გაიმართა. მაშინ მერაბ დვალიშვილმა გაიმარჯვა და ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „მშიშრების ხროვა ხართ და პასუხს აგებთ...“ - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას ეხმაურება

🎥 „უღირსად, მიწაზე დაცემის შემდეგაც კი გვირტყამდნენ“ - მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ

🎥 რატომ ეწოდება კუჭ-ნაწლავს „მეორე ტვინი“ და რა კავშირი აქვს მიკროფლორასა და ძილს ჩვენს ჯანმრთელობასთან: ლაშა უჩავას რჩევები

✕