Digest Logo

„მინდა ჩემი ყურადღება დავუთმო ჩემს ოჯახს და ჩემს შვილებს“ - ელტონ ჯონმა 50 წლიანი მუსიკალური კარიერა დაასრულა

1688966725
ელტონ ჯონიელტონ ჯონი

ბრიტანელმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა სერ ელტონ ჯონმა 50 წლიანი მუსიკალური კარიერა დაასრულა.

„თქვენ მუდამ დარჩებით ჩემს გონებაში, გულში და სულში“, - მიმართა 76 წლის მუსიკოსმა საკუთარ მსმენელს სტოკჰოლმიდან, სადაც გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მისი ბოლო შოუ გაიმართა.

ცნობისთვის, მომღერალს ხუთი გრემი აქვს მოგებული და მსოფლიო მასშტაბით 4, 600 შოუ-კონცერტი აქვს გამართული.

ელტონ ჯონმა გამოსამშვიდობებელი სიტყვისას დაადასტურა კარიერის დასრულება, თუმცა დაამატა, რომ შესაძლოა მომავალში გამონაკლისი დაუშვას და ზოგჯერ გამოვიდეს განსაკუთრებულ შემთხვევებში.

„მინდა, ჩემი ყურადღება დავუთმო ჩემს ოჯახს და ჩემს შვილებს“, - თქვა მან.

კონცერტი სტოკჰოლმში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

როგორც მომღერალმა განაცხადა, იგი კვლავ გააგრძელებს სიმღერების და მუსიკალური ნაწარმოებების წერას, თუმცა კონცერტებს აღარ გამართავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალური, პირადი და პროფესიული როლების არცოდნა“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„იმ დღეს გავიგეთ, რომ ბატონი გენოს შვილის დაკრძალვა იყო, მოვიდა და იმღერა...“ - ნიკა წულუკიძე

🔵„ადამიანის რაობა სხვა კი არაფრით არის განპირობებული - ჩვენ აქამდე არსებულ გამოცდილებათა ჯამი ვართ“ - გიორგი კეკელიძე