Digest Logo

მიქაუტაძე ოთხეულში, დანარჩენი ქართველები ათეულს ქვემოთ - Opta-ს პროგნოზი ლა ლიგაზე

1786554825
გიორგი მიქაუტაძე

Opta-მ ლა ლიგის 2026/2027 წლების სეზონზე პროგნოზი გააკეთა. ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება ბარსელონა, რომლის ტიტულის მოგების პროცენტული ალბათობა 45.6-ს უდრის. შეგახსენებთ, პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი 2 სეზონის ტრიუმფატორები სწორედ კატალონიელები არიან.

„ბლაუგრანას“ შემდეგ მოდის მადრიდის რეალი - 31 პროცენტი. Opta-ს აზრით, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდება გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი, რომელიც კამპ ნოუს მკვიდრების, „სამეფო კლუბისა“ და მადრიდის ატლეტიკოს შემდეგ მე-4 პოზიციას დაიკავებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე „სუბმარინა“ იასპარეზებს წელსაც.

რაც შეეხებათ დანარჩენ ქართველ ლეგიონერებს, Opta-ს აზრით, საბა საზონოვის „ხეტაფე“ და გიორგი გულიაშვილის „რასინგ სანტანდერი“ იბრძოლებენ გადარჩენისთვის, შესაბამისად, სეზონს ცხრილის ქვედა ნაწილში დაამთავრებენ. იგივე მდგომარეობაში იქნება „სევილიაც“, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილით ინტერესდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ თბილისში 23 წლის დემეტრე მებონიას ეძებენ - „ჩვენი მთავარი მიზანი მისი პოვნაა“

⭕რატომ ცეკვავენ ბალერინები თითის წვერებზე?

⭕ „თუ ადამიანი თავმდაბლობისკენ არ იზრდება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: lagazzetta.ge