Digest Logo

თბილისში 23 წლის დემეტრე მებონიას ეძებენ - „ჩვენი მთავარი მიზანი მისი პოვნაა“

1786552906
დემეტრე მებონია

თბილისში 23 წლის დემეტრე მებონიას ეძებენ. დედა „დაიჯესტთან“ ჰყვება, რომ ახალგაზრდა ბოლოს 9 აგვისტოს ოჯახის გარემოცვაში ნახეს.

მას ბოლოს ჯინსის შარვალი და შავი მაისური ეცვა. დაკარგულის დედა განმარტავს, რომ იგი ბოლო პერიოდში მხოლოდ სოციალურ ქსელ Whatsapp-ს იყენებდა. მისივე თქმით, დაკარგვის ასეთი შემთხვევა რამდენიმე წლის წინაც იყო, დემეტრე მებონია კი განმარტავდა, რომ მას დამოუკიდებლად ცხოვრება უნდოდა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული არის საპატრულო პოლიციაც. როგორც დედა, ნინო სიჭინავა ამბობს, სამართალდამცველებთან კომუნიკაცია დემეტრე მებონიას ჰქონდა, გაუჩინარების მიზეზად კი ზემოთ აღნიშნულს ასახელებს.

ნინო სიჭინავა „ფეისბუკზე“ წერს:

„მეგობრებო, გთხოვთ, ყველამ შეძლებისდაგვარად გააზიაროთ ეს ინფორმაცია. დაკარგულია ადამიანი და ამ წუთებში ჩვენი მთავარი მიზანი მისი პოვნაა.

გთხოვთ, ყურადღებით ნახოთ ინფორმაცია და ფოტო. თუ ვინმემ სადმე შეამჩნიეთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ.

შეიძლება თქვენი ერთი გაზიარება სწორედ იმ ადამიანამდე მივიდეს, ვინც მას ნახავს და მის პოვნაში დაგვეხმარება.

გთხოვთ, ნუ დაიზარებთ გაზიარებას. თითოეულ გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე 592048125 . 593117951“, - წერს გაუჩინარებულის დედა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ ცეკვავენ ბალერინები თითის წვერებზე?

⭕ „თუ ადამიანი თავმდაბლობისკენ არ იზრდება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ყველაზე კაშკაშა პერსეიდების მარაგი“ - 12 აგვისტოს ასტროლოგიური მოვლენები: ნინა ხომერიკი