Digest Logo

მორგან ფრიმენმა ბლუზ-ალბომი გამოუშვა

1786477167
მორგან ფრიმენმა

ჰოლივუდის ლეგენდამ მორგან ფრიმენმა 89 წლის ასაკში მუსიკალური პროექტი გამოუშვა. ფრიმენი თავისი პირველი ალბომის, Morgan Freeman’s Symphonic Blues Experience-ის, მთხრობელი და პროდიუსერია.

12-ტრეკიანი ალბომი ბლუზის 100-წლიან ისტორიას მიჰყვება, მოიცავს სხვა ბლუზ-მუსიკოსების ქავერებს და მის მხარდასაჭერად მცირე ტურნესაც ითვალისწინებს.

„ბლუზი პირველად მისისიპის დელტაში, ბებიაჩემის ტერასაზე მოვისმინე და მას შემდეგ არასოდეს მიმტოვებია“, - განუცხადა ფრიმენმა ჟურნალ Rolling Stone-ს.

ეს ფრიმენის პირველი საკუთარი მუსიკალური პროექტია, თუმცა მას წარსულშიც შეუტანია წვლილი სხვა სიმღერებში, მათ შორის, მხატვრული კითხვითა და თხრობით 21 Savage-ისა და Metro Boomin-ის 2020 წლის ალბომში Savage Mode II.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესანიშნავი შესაძლებლობაა, საკუთარ თავთან დასაბრუნებლად...“ - 12 აგვისტოს მზის დაბნელება: თამუნა იოსელიანის პროგნოზი

⭕ რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბიონს“?

⭕„მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა“ - მეტეორების წვიმა: რჩევები ქეთი ოდიშელისგან

წყარო: imedinews.ge