Digest Logo

მოსამართლემ დონალდ ტრამპის სასჯელის გამოცხადება მესამედ გადადო - BBC

1732294121
დონალდ ტრამპი

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასჯელის გამოცხადება გადაავადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიმდინარე წლის მაისში, ტრამპი თაღლითობის მუხლით ცნეს დამნაშავედ. სასჯელის გამოცხადება ორჯერ გადაიდო და 26 ნოემბერს იყო ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, მისი ადვოკატები განაჩენის გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, ამის საფუძველი უნდა იყოს როგორც საპრეზიდენტო იმუნიტეტი, ასევე ის ფაქტი, რომ მსჯავრი ტრამპს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაში შეუშლის ხელს.

„მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, რომელიც ტრამპის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა, მოსამართლეს შესთავაზა ვარიანტი, რომ სასჯელის გამოცხადება მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე გადადოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

BBC-ის ცნობით, მოსამართლემ პროცესი იქამდე შეაჩერა, სანამ ბრალდების და დაცვის მხარეების განცხადებებს არ მოისმენს. პროცესი 9 დეკემბერს არის ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დავიწყების კალათში ჩააგდო და ისტორიის სანაგვეზე გადაუძახა მის მიმართ ბოროტ და უსამართლო სიტყვებს...“ - რას წერს გია მურღულია თორნიკე შენგელიაზე?

⭕„ჯანი ვერსაჩეს მაღაზიაში შევედი და მუშაობა დავიწყე...“ - როგორ დაუახლოვდა მოდის ინდუსტრიას დალი ჩიტალაძე?

„რამდენიმე დღეში დავტოვებთ საქართველოს და ვერაგს ბოლო რაუნდში შევებრძოლებით...“ - რას წერს ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

წყარო: newshub.ge