Digest Logo

მსახიობი ვინსენტ პასტორე გარდაიცვალა

1785677936
 ვინსენტ პასტორე

ამერიკელი მსახიობი ვინსენტ პასტორე, რომელიც პოპულარულ სერიალში „სოპრანოს კლანი“ სალვატორე ბონპენსიეროს როლს ასრულებდა, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, პასტორე ნიუ-იორკში, ბრონქსში მდებარე საკუთარ სახლში იპოვეს. დანაშაულის ნიშნები არ გამოვლენილა. სერიალში The Sopranos პასტორე ტონი სოპრანოს საუკეთესო მეგობარს თამაშობდა, რომელიც საბოლოოდ გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორი გახდა. მეორე სეზონში მისი პერსონაჟის სიკვდილი შოუს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სიუჟეტური ხაზი იყო.

რობერტ ატერმანმა, პასტორეს მენეჯერმა, CBS News-ს განუცხადა: „მსოფლიოსთვის ის ყოველთვის დარჩება დაუვიწყარ სალვატორედ, თუმცა მათთვის, ვინც მას ვიცნობდით, ის ბევრად მეტი იყო“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ხალხი ნიტრატებით კი არა, ცუდად გარეცხილი საზამთროთი იწამლება!“ - სურსათის უვნებლობის ექსპერტი გავრცელებულ მითებზე

⭕„დაე, ჩემს სახლში სუფევდეს წესრიგი...“ - 2 აგვისტოს შესასრულებელი პრაქტიკა წყლითა და მარილით: თამუნა იოსელიანისგან

⭕ ოთარ კიტეიშვილმა სეზონის სასტარტო მატჩი გამოტოვა – გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა