Digest Logo

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოველი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას

1732276559
მაღალი ცხოველი გ

ჟირაფების პოპულაცია საგანგაშოდ სწრაფი ტემპებით მცირდება, ამის მიზეზი, ბრაკონიერობა, ურბანიზაცია და გვალვაა, რომელიც მსოფლიო კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების დაცვის სამსახური გამოვიდა ინიციატივით, რომ ჟირაფების რამდენიმე სახეობა საფრთხის ქვეშ მყოფი ან გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კატეგორიაში მოექცეს.

ფედერალურ დაცვას პირველად, გადაშენების პირას მყოფი სახეობების აქტის მიხედვით, აფრიკაში ბინადარი ჟირაფები მიიღებენ.

სახეობის „გადაშენების საფრთხის ქვეშ“ მყოფად გამოცხადება, კანონის მიხედვით, საფრთხის ყველაზე მაღალი დონეა, რაც მიუთითებს, რომ სახეობა გადაშენების უშუალო საფრთხის წინაშე დგას ან შესაძლოა უახლოეს მომავალში დადგეს ეს საშიშროება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ, სწორედ ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება“ – 23-წლიანი ლოდინის შემდეგ, წყვილს ვაჟი შეეძინა

🎥 „დღეს, ეცადეთ თქვენი ყველა სურვილი რეალობად აქციოთ, ამის შესაძლებლობა აუცილებლად მოგეცემათ“ - 22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან 

⭕ეკა ამირეჯიბი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს - „მიყვარხარ, გვიყვარხარ და ასე იქნება სულ…“