Digest Logo

ნაპოლეონის გულსაბნევი აუქციონზე $4,4 მილიონად გაიყიდა

1763362124
ნაპოლეონის გულსაბნევი აუქციონზე $4,4 მილიონად გაიყიდა

ნაპოლეონ ბონაპარტის გულსაბნევი, რომელიც იმპერატორმა ვატერლოოს ბრძოლის დროს დაკარგა, ჟენევაში, Sotheby's-ს აუქციონზე Royal & Noble Jewels $4.4 მილიონად გაიყიდა.

ნაპოლეონი გულსაბნევით თავის ორკაპიან ქუდს განსაკუთრებულ შემთხვევებში ამშვენებდა. იუველირული ნაკეთობა ინკრუსტირებულია 13-კარატიანი ოვალური ბრილიანტით, რომელიც გარშემორტყმულია თითქმის 100 სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბრილიანტის ორი რიგით.

კოლექციონერმა, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, გულსაბნევში მის საწყის ფასზე 30-ჯერ მეტი გადაიხადა. თავდაპირველად სამკაულის ღირებულება $150–250 ათასად იყო შეფასებული.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გელით შოკის მომგვრელი ამბები, რომელმაც შეიძლება მსოფლიო სკანდალიც კი გამოიწვიოს“ - 17-23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, რამაზ გიგაურისგან

⭕„სოფლიდან რომ ჩამოვედი და სტუდენტი გავხდი ჭკუის დამრიგებელი ცოტა მყავდა, ბევრ შეცდომას ვუშვებდი...“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით