Digest Logo

ორმაგი ვარსკვლავური პაემანი - კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ლოს-ანჯელესში

1779208072
კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი

ლოს-ანჯელესში პაპარაცებისთვის სანუკვარი დღე გათენდა. მათ ერთდროულად ორი ვარსკვლავური წყვილის დაფიქსირება შეძლეს და რა თქმა უნდა ინტერნეტში გამოქვეყნებულმა ფოტოებმაც არ დაახანა.

ერთ-ერთი წყვილი ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი არიან, რომლებიც ერთმანეთს 2023 წლიდან ხვდებიან და უკვე აღარავის უკვირს მათი ერთად გამოჩენა, ხოლო მეორე წყვილი მსახიობი ჯეიკობ ელორდი და სუპერმოდელი კენდალ ჯენერია, რომელთა ურთიერთობაც სულ ახალი დაწყებულია და ერთად მხოლოდ მეორედ დააფიქსირეს პაპარაცებმა.

პირველად ისინი რამდენიმე დღის წინ ჰავაის სანაპიროზე დააფიქსირეს, სადაც ისინი ერთად ტკბებოდნენ გარემოთი და ღვინით.

ოთხეული პაპარაცებმა ავტომობილში დააფიქსირეს.

ჯეიკობ ელორდი და კენდალ ჯენერი უკანა სავარძელზე ისხდნენ, ხოლო ტიმოთი შალამე საჭესთან, რომელსაც გვერდს კაილი ჯენერი უმშვენებდა.

პაპარაცების შემჩნევის შემდეგ, მათ ღიმილიანი სახეების ხელებით დაფარვა სცადეს, რაც კარგად ჩანს გამოქვეყნებულ ფოტოებში.

„კენდალ ჯენერი ასე დაახლოებას არ ფიქრობდა ჯეიკობთან, თუმცა როგორც ჩანს ჰავაის კუნძულებმა თავისი გააკეთა და ახლა ისინი ძალიან ახლო ადმაიანებად მიიჩნევენ ერთმანეთს“, - აცნობა სანდო წყარომ გამოცემა Page Six-ს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „Meta დაახლოებით 8000 თანამშრომელს გაათავისუფლებს“ - Bloomberg

⭕ „სინათლის ფასი მხოლოდ იმან იცის, ვისაც სიბნელეში გაუვლია“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

🎥 რა დაემართა ანჯელინა ჯოლის? - მსახიობის შეცვლილი ვიზუალი მედიის ყურადღების ცენტრშია

წყარო: www.beaumonde.ge