
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC.
„იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობებთ, რომ ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი დღეს დილით გარდაიცვალა. ის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და სიყვარულით იყო გარშემორტყმული. გთხოვთ ყველას, რომ ასეთ დროს პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, - წერია ოსბორნის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოსბორნი 9148 წელს, ბირმინგემში დაიბადა. ის Black Sabbath-ის ვოკალისტი და თანადამფუძნებელი იყო. ჯგუფიდან წასვლის შემდეგ ის სოლო არტისტი გახდა, ოჯახთან ერთად რეალითი შოუშიც მონაწილეობდა. წარმატებულმა კარიერამ და პოპულარობამ მას მძიმე მეტალის ნათლიის არაოფიციალური ტიტული მოუტანა. ჯგუფი მძიმე მეტალის ჟანრის პიონერები იყვნენ და წერდნენ ისეთ ცნობილ სიმღერებს, როგორიცაა Paranoid, War Pigs და Iron Man.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელი ქვეყანაა იდეალური სამოგზაუროდ თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის?
⭕„ნივთი, რომელიც სახლში არასდროს უნდა გქონდეთ“ - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება!