
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მატარებლის 450-ზე მეტი მგზავრი მძევლად აიყვანეს, მემანქანე კი დაშავდა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც უცხოური მედია წერს, მატარებელი, რომელიც პაკისტანის ქალაქ კვეტადან ფეშავარში მიემგზავრებოდა, თავს ბელუჯისტანის „განმათავისუფლებელი არმიის“ წევრები დაესხნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ აიღო და მძევლების აყვანა დაადასტურა. მათივე განცხადებით, მძევლების გათავისუფლების მცდელობას შესაბამისი შედეგი მოჰყვება.
ბელუჯისტანის მთავრობის სპიკერმა შაჰიდ რინდმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დააწესა გადაუდებელი ზომები და ყველა უწყება მობილიზებულია სიტუაციის მოსაგვარებლად. თავდასხმის ადგილზე უსაფრთხოების ძალები გაგზავნეს.
ბელუჯისტანის მთავრობის სპიკერმა შაჰიდ რინდმა „სიენენთან“ საუბრისას თქვა, რომ მატარებელში ინტენსიური სროლა იყო.
„ხელისუფლება ინციდენტს იძიებს და განიხილავს ტერაქტის შესაძლებლობას,“ - აცხადებს შაჰიდ რინდი.
შეერთებულმა შტატებმა ბელუჯისტანის „განმათავისუფლებელი არმია“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვულგარული ქალები არ მომწონს ზედმეტად რომ ცდილობს წარმოჩენას…“ - როგორი ქალები მოსწონს ბორის ბედია
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - შორენა ბეგაშვილი რჩეულთან ერთად გამოჩნდა