Digest Logo

პირბადეებისაგან გათავისუფლების შემდეგ იაპონიაში „ღიმილის გაკვეთილები“ ტარდება

1686033218
პირბადეეპირბადეე

პირბადეებისაგან გათავისუფლების შემდეგ იაპონიაში „ღიმილის გაკვეთილები“ ტარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ვკითხულობთ, ქვეყანაში ღიმილის ინსტრუქტორის ვაკანტური პოზიცია მოულოდნელად გამოცხადდა.

მოთხოვნის საპასუხოდ და მზარდი ტენდენციის დაფიქსირებისთანავე ქვეყანაში მალევე გაჩნდა კომპანია სახელწოდებით Egaoiku, რაც სიტყვასიტყვით „ღიმილის განათლებას“ ნიშნავს.

ორგანიზაცია ინსტრუქტორებსა და სასწავლო დაწესებულებებს აკავშირებს ერთმანეთთან.

სემინარების მთავარი იდეაა, რომ პანდემიის დასრულებისა და პირბადეების მოხსნის შემდეგ ადამიანები კვლავინდებურად თამამად იღიმოდნენ. ერთსაათიანი გაკვეთილის საშუალო ღირებულება $55-ს აღწევს. კურსის ბოლოს ადამიანს „ღიმილის მასწავლებელი“ აფასებს და ოფიციალურ სერტიფიკატსაც გასცემს.

„როდესაც ადამიანს უღიმი, ეს ნიშნავს, რომ მისდამი კეთილგანწყობას აფიქსირებ. ტურისტების მატებასთან ერთად, იაპონელებს უცხოელებთან კომუნიკაციისთვის ხალისი და ღიმილი ნამდვილად სჭირდებათ. ეს მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ურთიერთობის დროსაც“, - აცხადებს კომპანია Egaoiku-ს წარმომადგენელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „მცემდა გაზის შლანგით, ქამრით... მათხოვრობას მაიძულებდა. ორსულად როცა ვიყავი, თეფში აიღო და თავში ჩამარტყა“ - ვინ არის კაცი, რომელიც 21 წლის ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა

🔵თაკო ნაცვლიშვილის და ოთო ხუროძის თაფლობის თვე იტალიაში გრძელდება