Digest Logo

პუტინი: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ნაციზმის სრულად აღმოსაფხვრელად

1706388982
ვლადიმირ პუტინი

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ნაციზმის სრულად აღმოსაფხვრელად.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნაციზმი შევაჩეროთ და მთლიანად აღმოვფხვრათ. ნაცისტური ჯალათების მიმდევრები, რაც არ უნდა უწოდონ დღეს თავიანთ თავს, განწირულნი არიან. ვერაფერი შეაჩერებს მილიონობით ადამიანის სურვილს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს პლანეტა უნდა იყოს სამართლიანობის, მშვიდობის, თავისუფლების და უსაფრთხოების. დიდება საბჭოთა ჯარისკაცს, რომელმაც დაამარცხა ნაციზმი“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გააგრძელებს დიდი სამამულო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის გამოძიებას.

„ლენინგრადის ბლოკადა, ნაცისტების გადაწყვეტილება მთელი ქალაქის განადგურების შესახებ, უპრეცედენტო იყო სისასტიკისა და ცინიზმის მასშტაბით. 1 მილიონზე მეტი ლენინგრადის მცხოვრები - ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი მოსახლეობა, გახდა შიმშილის და სიცივის მსხვერპლი“, - დასძინა პუტინმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენ ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი, სადაც შეიძლება დიდ მასშტაბზე გაშალოთ ფრთები“ - თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „მინდა გაგიზიაროთ, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თათია შარანგია?

⭕  „მახსოვს შენი ტკივილიანი წუთები, როდესაც ხელში გვადნებოდი... შენი ღიმილი მჭირდება, ძალიან მენატრები...“ - მზია კვირიკაშვილი 75 წლის გახდებოდა