Digest Logo

„ქაღალდის ჭიქები, პლასტმასის საწრუპები, ქსოვილის ნაჭრები, ოვულაციის ტესტი, პლასტიკური პარკები, კანფეტის ქაღალდები...“ – ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილიდან შეგროვებული ნაგავი გაყიდეს

1783942335
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი

ამერიკელმა მხატვარმა ჯასტინ ჟინიაკმა მოიფიქრა ექსცენტრული პროექტი, რომელიც პოპ-ვარსკვლავ ტეილორ სვიფტისა და სპორტსმენ ტრევის კელსის ახლახან გამართულ ხმაურიან ქორწილს უკავშირდება.

UPI-ს ​ცნობით, ჟინიაკი სმოკინგში გამოეწყო, ვარსკვლავური წყვილის ქორწილის ადგილას მივიდა და ქუჩებში ქორწილის შემდეგ დარჩენილი ნაგავი შეაგროვა. შემდეგ მან ნაპოვნი ნივთები გამჭვირვალე პლასტიკურ კუბებში ჩადო, რომლებსაც ეწერა JUST&T MARRIED (სიტყვა „ახალდაქორწინებულების“ და წყვილის ინიციალების გაერთიანება) და თავის ვებგვერდზე 25 დოლარად გაყიდვა დაიწყო. სტანდარტულის გარდა, ხელმისაწვდომი იყო ნაგვით სავსე დიდი კუბებიც, რომელთა ფასი 100 დოლარს შეადგენდა.

ფანატებმა მთელი ნაგავი მთლიანად შეიძინეს. მხატვარმა მათ მიჰყიდა სიგარეტის ნამწვები, ქაღალდის ჭიქები, პლასტმასის საწრუპები, ქსოვილის ნაჭრები, ოვულაციის ტესტი, პლასტიკური პარკები, კანფეტის ქაღალდები და ერთი ცალი AirPod-ის ყურსასმენი.

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 3 ივლისს, ნიუ-იორკში, „მედისონ სკვერ გარდენში“ დაქორწინდნენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, ისე მალე მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი“ - რუსკა ქარქაშაძე გამომწერების შეკითხვებს პასუხობს

⭕„ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანმოკლე იქნება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 „სამყარო გიწყობთ მცირე გამოცდას“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან