ქალთა წინააღმდეგ ძალადობის გახშირებული ფაქტებისა და მკვლელობების გამო თურქეთში საპროტესტო აქციები დაიწყო. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრების პირობას დებს.
ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია თურქეთში. მიმდინარე წელს ქვეყანაში 300 ქალი მოკლეს. მხოლოდ სექტემბერში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შედეგად 34 ქალია მოკლული, ხოლო კიდევ 20 „საეჭვო ვითარებაში“ დაიღუპა. საპროტესტო აქციების მონაწილეები თურქეთის მმართველ ძალას, „სამართლიანობის და განვითარების პარტიას“ იმაში ადანაშაულებენ, რომ ქალთა უსაფრთხოება ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის არ არის.
ბოლოს მომხდარი სამმა მკვლელობამ თურქეთის საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ 19 წლის ხორცის გამყიდველმა ქალი მოკლა და მას თავი მოკვეთა. შემდეგ მან კიდევ ერთი ქალი მოკლა - მას ყელი გამოჭრა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე იყო, პოლიციის 26 წლის თანამშრომელი ქალის მკვლელობა. ის ადრე ნასამართლევმა პირმა მოკლა.
მმართველ პარტიასთან შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქალთა სასტიკმა მკვლელობებმა სამართლიანი რეაქცია გამოიწვია. ერდოღანი ამბობს, რომ მიუღებელია, როდესაც დამნაშავეები, რომლებსაც სისხლის სამართლის ათობით დანაშაული აქვთ ჩადენილი, თავისუფლებაზე იმყოფებიან. თურქეთის პრეზიდენტმა დანაშაულის აღსრულების სისტემის გამკაცრების პირობა დადო, რომლის დროსაც ციხიდან ვადამდელი გათავისუფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება.
აქციების მონაწილეები ერდოღანის ამ დაპირებას სკეპტიკურად უყურებენ. 2021 წელს ერდოღანის გადაწყვეტილებით თურქეთი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის დაუშვებლობის სტამბოლის კონვენციიდან გავიდა. მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონვენციის ზოგიერთი მუხლი ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, კერძოდ, ის „ლგბტ“ საზოგადოების დაცვაზეა მიმართული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკრაინას დაუპირისპირდებიან
⭕ბერძნული სენსაცია უემბლიზე, რომელიც გარდაცვლილ თანაგუნდელს მიეძღვნა
⭕სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორი: ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისა“ და მთლიანად ჩვენი ლიგის სიმბოლოა
წყარო: newshub.ge