ცნობილი მსახიობი ქეით უინსლეტი SAG-AFTRA Foundation-ის ღონისძიებას სტუმრობდა და იქ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
საუბრისას 50 წლის მსახიობი კოსმეტიკური თერაპიების მიმართულებას შეეხო და იმას, რაც ახლა ხდება ამ მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პანდემია უწოდა.
უინსლეტმა ძალიან მკვახედ გააკრიტიკა ის ქალები, რომლებიც არ აფასებენ თავიანთ ბუნებრივ სილამაზეს და ორიენტირებულები კოსმეტიკურ ოპერაციებზე არიან:
„თუ ადამიანის თვითშეფასება ასეა დამოკიდებული მის გარეგნობაზე, ეს საშიშია, ეს დამანგრეველია“ ,- განაცხადა უინსლეტმა.
უინსლეტმა ასევე გააკრიტიკა წონაში კლების მედიკამენტები და აღნიშნა, რომ უამრავი ქალი იმის მაგივრად, რომ ეცადოს იყვნენ საკუთარი თავი, ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარი რეალური თავი გვერდით გადადონ გახდნენ ისინი, ვინც რეალურად არ არიან.
მსახიობმა საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ იყო ბუნებრივი და აფასებდე საკუთარ, რეალურ თავს, ეს ყველაზე სწორი და საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უმშვენიერესი ხარ“ - ეკა კახიანის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕კახა კალაძე მერაბ დვალიშვილს: წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელოდება
წყარო: www.beaumonde.ge