Digest Logo

რა ბედი ელის 13 წლამდე ბავშვების სოცქსელებს? - გერმანიის განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა

1782312536
TikTok-ის, Instagram-ი

გერმანიის განათლების, ოჯახის საქმეთა, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის მინისტრის კარინ პრიენის თქმით, სოციალური მედიის პლატფორმების, როგორიცაა TikTok, Instagram და Snapchat, დამოუკიდებლად გამოყენებისთვის მინიმალური ასაკი 13 წელი უნდა იყოს, რაც „სწორი მიდგომაა“.

ამასთან, მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ევროპულ დონეზეც უნდა დარეგულირდეს.

მისივე თქმით, რეგულაციას გაერთიანება თუ არ მიიღებს, მაშინ ამას გერმანია დამოუკიდებლად გააკეთებს.

„ევროპულ დონეზე საკმარისი ან დროული პროგრესი თუ არ იქნება მიღწეული, მე მოვამზადებ საჭირო ეროვნულ რეგულაციებს. კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის მოთხოვნა 13 წლამდე ასაკის ბავშვებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ პლატფორმები, რომლებიც დადასტურებულად შესაფერისია ბავშვებისთვის და დაბალი რისკის შემცველია“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, 13-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის უსაფრთხოების ზომები თანდათანობით უნდა იქნეს გამოყენებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიყვარულით სავსე მომენტები და განსაკუთრებული ყურადღება“ - რა გველოდება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

⭕ რას გვიმზადებს მარსისა და ურანის შეერთება: ფეთქებადი ენერგია და მოულოდნელი გარდატეხა - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

⭕„ხშირად ყველაზე პატარა ჩვევები ყველაზე დიდ ცვლილებებს ქმნის“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი

წყარო: 1tv.ge