Digest Logo

რა ბედი ელის მეკარეს, რომელთან შეჯახების შემდეგაც ესპანელი ფეხბურთელი დაიღუპა

1793729059
ხესუს ოვონო

„ანდორას“ მეკარე ხესუს ოვონო, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გადაურჩეს ინციდენტის გამო, რომელსაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა.

მოედანზე მომხდარი შეჯახების შედეგად „ტენერიფეს“ თავდამსხმელი ხესუს დე მიგელი გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ გავრცელდა ახალი ვიდეოკადრებიც, რომლებშიც ჩანს, როგორ უპირისპირდება ოვონო გულშემატკივრებს. როგორც ირკვევა, ქომაგების ნაწილი მეკარეს „მკვლელს“ უწოდებდა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

თუმცა, ესპანური მედიის ცნობით, ოვონოს შესაძლოა სპორტული სანქციები მაინც დაეკისროს. საუბარია 8-იდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციაზე.

ამ დროისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შესაბამისად, უცნობია, რა სახის სასჯელს მიიღებს „ანდორას“ კარის დარაჯი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რატომ ტირი, როცა ვიღაც მოკვდა, ხომ გჯერა სამოთხის, რომ იგი უკვე იქ არის და შენც იქ იქნები? გამოდის, არავის არაფრის არ სჯერა“ - ნონა ხიდეშელი

⭕მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს

⭕„ჰარმონიასა და ენერგიების ბალანსს განასახიერებს“ - ეკა კვარაცხელია ნოემბრის თილისმაზე

წყარო: footballnews.ge

✕