Digest Logo

🎥 „რატომ ტირი, როცა ვიღაც მოკვდა, ხომ გჯერა სამოთხის, რომ იგი უკვე იქ არის და შენც იქ იქნები? გამოდის, არავის არაფრის არ სჯერა“ - ნონა ხიდეშელი

1793727438
ნონა ხიდეშელი

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.

ამჯერად იგი „პოდკასტი თამოსთან“ სტუმარი იყო, სადაც თავისუფლებაზე, ცნობიერებასა და ადამიანის გონებაზე ისაუბრა:

„ღმერთის შიშს რეალურად არავინ გაუჩერებია, ღმერთი ადამიანისთვის აბსტრაქტული ქმედებაა.

ხშირად მიკითხავს ძალიან მორწმუნე ადამიანისთვის, რატომ ტირის როცა ვიღაც მოკვდა, რატომ არის ძალიან მაგარ დეპრესიაში, ვკითხე კონკრეტულ ადამიანებს, ხომ გჯერა სამოთხის, რატომ ტირი მაშინ გამაგებინე. შენ ხომ გჯერა, რომ ეს უკვე იქ არის და შენც იქ იქნები? გამოდის, სინამდვილეში არავის არაფრის არ სჯერა. ზუსტად ეგ აღმოვაჩინე მე ჩემს თავში, რომ მოდი, რა აი, ამ გაურკვევლობას მივცე სივრცე.

მე ასაკი მემატება და ვიცი, რომ ყოველ წუთს შეიძლება დამთავრდეს ჩემი ფიზიკური არსებობა, აბსოლუტურად არაფერში ვარ დარწმუნებული, სად გადავალ, როგორ გადავალ, გავქრები, არ გავქრები, თუმცა ეს ჩემში არც შიშს იწვევს, არც სასოწარკვეთას, ინტერესი მკლავს, რა ჯანდაბაა ამ დახურული გონების უკან. ადამიანებსაც რომ ვუყურებ, დიდად არავის არაფრის არ სჯერა, მარტო რომ რჩება ყველა ასეთი გაურკვევლობით იტანჯება, როგორც მე, იმედი აქვს და ამას ეჭიდება და ეს გჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრება გააგრძელო, გაიღიმო“, - ამბობს ნონა ხიდეშელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს

⭕„ჰარმონიასა და ენერგიების ბალანსს განასახიერებს“ - ეკა კვარაცხელია ნოემბრის თილისმაზე

⭕შეიძლება თუ არა, წყვილებმა ერთმანეთის შექებით სიახლოვის სურვილი გამოიწვიონ? - რას პასუხობს ფსიქოთერაპევტი

✕