Digest Logo

„იმედია მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს შეაჩერებს და ამით დიდ სამსახურს გაუწევს ამერიკასა და მსოფლიოსაც“ - ნუკა არველაძე ტრამპზე

1730966636
ნუკა არველაძე

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია.

ტრამპის კონკურენტმა, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა კამალა ჰარისმა ამ დროისთვის ამომრჩეველთა კოლეგიის 219  ხმა მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ნუკა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ტრამპი ამერიკის გადარჩენას ეცდება.

„კარგია ამერიკა გადარჩება, ტრამპი იზრუნებს ამაზე.

აი, ჩვენ კი ჩვენ თავზე უნდა ვიზრუნოთ. 2 თვე კონსტიტუციაზე სანამ დაიფიცებს და ოვალურ კაბინეტში შევა,
მანამდე და მერეც უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკელი ზრუნავს მხოლოდ ამერიკაზე და აინტერესებს მხოლოდ ის, როგორ გამოიყენოს სხვა ქვეყნები სათავისოდ!

იმედია მესამე მსოფლიო ომის დასაწყისს შეაჩერებს და ამით დიდ სამსახურს გაუწევს ამერიკასა და მსოფლიოსაც.
აი, სხვა არანაირი ილუზია არ უნდა გვქონდეს!

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სამშობლოს ინტერესებიდან და არაფერი სხვა! რადგან სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“, - წერს ნუკა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ყველა „მერყევ“ შტატში გაიმარჯვა, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ შტატებში კანდიდატებს შორის სერიოზული ბრძოლა გაიმართებოდა.

„რესპუბლიკურმა პარტიამ “ ასევე გაიმარჯვა სენატის არჩევნებში. ახლა ის სენატს და წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს.

ცნობისთვის, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2025 წლის 25 იანვარს გაიმართება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მთვარის ენერგია ხელს უწყობს საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებში ჩაძირვას“ - 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

🎥 როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა გრიპის სეზონზე, რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს და რატომაა სიფრთხილე საჭირო 35 წლიდან

🎥 რა რიცხვებში უნდა დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები - ნინა სუსლოვა საუკეთესო თარიღებს ასახელებს