
გამოცემამ Revolver-მა წლის პირველი ნახევარი შეაჯამა და ამ პერიოდში გამოსული ალბომების ტოპ-ხუთეული შეადგინა. სია ჟურნალის მკითხველების გამოკითხვის მეთოდით დაკომპლექტდა.
მეხუთე ადგილზეა ამერიკული ჯგუფი Whitechapel და მათი ნამუშევარი Hymns in Dissonance.
მეოთხე პოზიცია დაიკავა Deafheaven-მა და მათმა ალბომმა Lonely People With Power.
მესამე პოზიციაზეა ასევე ამერიკული ჯგუფი Spiritbox, ალბომით Tsunami Sea.
მეორე ადგილზე გავიდა შვედური კოლექტივი Ghost და მათი რელიზი SKELETÁ.
წლის პირველი ნახევრის საუკეთესო ალბომად კი Revolver-ის მკითხველებმა ბრიტანული ანონიმური ბენდის, Sleep Token-ის ახალი ალბომი Even in Arcadia დაასახელეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოვიშოროთ ნეგატივი მაკრატლით - ნანიკო ქავთარაძის რჩევები!
წყარო: imedinews.ge