
ყველასათვის საყვარელი მომღერალი რიანა მესამე შვილს ელოდება. იგი ფართო აუდიტორიის წინაშე მუცლით „მეტ გალა 2025“-ის ცერემონიაზე პირველად გამოჩნდა. როგორც ამბობენ რიანა წვეულების დასასრულს გამოჩნდა ხალიჩაზე, მაშინ როდესაც მის ნახვას არავინ ელოდა.
შეგახსენებთ, რომ რიანა რეპერ, ასაპ როკიზეა დაქორწინებული. ბოლო პერიოდში რიანა შემოქმედებითზე მეტად, ოჯახური საქმეებით არის დაკავებული. მაყურებელი კი მის დაბრუნებას დიდ სცენაზე მოუთმენლად ელოდება.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
ცნობისთვის, „მეტ გალა 2025“-ზე მთავარი თემა იყო Superfine: Tailoring Black Style, რომელიც ფერადკანიანი მამაკაცების სტილის ევოლუციას, მნიშვნელობასა და კულტურას წარმოაჩენდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: