Digest Logo

რომის პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენეს

1745402881
რომის პაპი

რომის პაპის ფრანცისკეს ცხედარი მისი კელიიდან ვატიკანში მდებარე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გადასვენების ცერემონიალი მკაცრად რეგლამენტირებული იყო. მასში კარდინალები, რიგითი მღვდლები, მონაზვნები და შვეიცარიელი გვარდიელები მონაწილეობდნენ. მგალობელთა გუნდი ფსალმუნებს მღეროდა და ლათინურ ენაზე ლოცვებს აღავლენდა.

„ძვირფასო დებო და ძმებო, დიდი სინანულით ჩვენი პაპის ფრანცისკეს ნეშტს ვატიკანის ბაზილიკაში ვაცილებთ“, - თქვა ირლანდიისა და ამერიკის კარდინალმა, კევინ ფარელმა ცერემონიალის დასაწყისში.

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილმა რიგითმა ადამიანებმა რომის პაპი ბაზილიკაში აპლოდისმენტების ფონზე მიაცილეს.

რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 26 აპრილს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სოფია კვინიკაძე შვილთან ერთად გადაღებულ პირველ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „წარმოადგენს თუ არა ბოტოქსი ტვინისთვის საფრთხეს?“ - კოტე თოდუა მითებზე და რეალობაზე

⭕„შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს!“ - გურამ ლომიძე იუბილარია