Digest Logo

რომის პაპთან დასამშვიდობებლად 250 ათასი ადამიანი მივიდა

1745648023
რომის პაპთან დასამშვიდობებლად 250 ათასი ადამიანი მივიდა

რომის პაპთან, ფრანცისკესთან დასამშვიდობებლად 250 ათასი ადამიანი მივიდა. წმინდა პეტრეს ტაძარი, სადაც პაპის ცხედარი ასვენია, სამი დღე-ღამის განმავლობაში 24 საათი იყო ღია. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

25 აპრილს საღამოს, პაპთან დამშვიდობების ცერემონია დასრულდა. ადგილობრივი დროით 19.00 საათზე სასახლის დახურვის ცერემონია გაიმართა. კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, პაპის სახეს აბრეშუმის თეთრი ნაჭერი ეფარა. ცერემონიას რამდენიმე კარდინალი დაესწრო.

პაპის დაკრძალვის ცერემონია 26 აპრილს გაიმართება. ფრანცისკეს ანდერძის მიხედვით, მას რომის ცენტრში, სანტა-მარია-მეჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. მანამდე კი ქალაქის ქუჩებში პროცესია გაიმართება. უსაფრთხოების ზომებს 10 ათასამდე პოლიციელი და უშიშროების სამსახურის თანამშრომელი უზრუნველყოფს. წმინდა პეტრეს მოედანზე, სადაც სასახლეს დადგამენ, 200 ათასამდე ადამიანის მისვლას ელოდებიან.

სამგლოვიარო პროცესიის სავარაუდო ხანგრძლივობა 30 წუთია. დაკრძალვას მხოლოდ რამდენიმე კარდინალი დაესწრება. ფრანცისკეს ანდერძის მიხედვით, მის საფლავს ექნება წარწერა Franciscus, ყოველგვარი ტიტულის მითითების გარეშე. ასევე საფლავზე გამოსახული იქნება მისი ჯვრიანი ბეჭედი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დახვეწილი გოგო...“ - მარიამ სანოგო ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!...“- ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა

⭕„ყოველი დღე ქრისტეს აღდგომის სიხარულის მსგავსია...“ - ეკო ფანგანი ბრწყინვალე შვიდეულზე