რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ პეტროპავლოვსკ კამჩატსკას აღმოსავლეთით 109 კილომეტრში, 31.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 მატილდა გვარლიანი Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა - მოდელის მორიგი წარმატება