Digest Logo

🎥 „მათი დროა, მაგრამ ყველაზე მეტად რისკჯგუფში არიან...“ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი და რატომ არის საფრთხილო 2 ოქტომბრის „მზის დაბნელება“

1727701233
მიხეილ ცაგარელი

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია და ასევე ოთხშაბათს გამოვალთ დაბნელებების ზონიდან... თუმცა ლილიტის გამო 2 რიცხვი ითხოვს კატეგორიულ სიფრთხილეს. ღალატი, ინტრიგები, ჭორები, ენის მიტანა, ცდუნება - ეს ტენდენციები იქნება მაღალი“,- ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

ასტროლოგის თქმით, აღნიშნულ კვირას სამი გეომაგნიტური დღეა: სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი.

„ოთხშაბათს მზის და მთვარის ერთდროული დაბნელება გვაქვს, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად გავიაროთ. მაგრამ პირველი და სამი რიცხვიც ითხოვს ყურადღებას. ამ დროს ადამიანები არა ადეკვატურები ხდებიან, ესაა დაბნელების პრინციპი.  კვების მიმართ ყურადღება, ალერგიების ალბათობაა. ყველაზე მთავარი კი არის, დავიცვათ სამართლიანობის პრინციპი. ვიყოთ ყურადღებით, იმატებს ტრავმულ-ავარიული ტენდენციები. არ დავდოთ ხელშეკრულებები, ფინანსური ოპერაციები არ აწარმოოთ, არანაირი ახალი საქმე და ურთიერთობა, რომ აირიდოთ დიდი პრობლემები შემდგომში. ყურადღება ესაჭიროება მგზავრობა-მოგზაურობას“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, ასტროპროგნოზი ასეთია:

ვერძი

პერიოდი კარგია, ენერგია ემატება. აქტიურია, ენერგიულია. ახლა მთავარია პარტნიორული თანამშრომლობა, აქვს კარგი შანსი. რისკჯგუფში არის სასწორი, მაგრამ მისი ოპოზიცია არის ვერძი. არის საკამათო სიტუაციები.

კურო

ენერგოტონუსი მცირდება, მაგრამ საქმეები გააკეთოთ ეს არ შეგიშლით ხელს წარმატებას მიაღწიოთ. შანსები გაქვთ, მაგრამ არაფერი ახალი 2 რიცხვში არ დაიწყოთ.

ტყუპები

დაბნელების პერიოდში განსაკუთრებული  ლტოლვა აქვთ სიამოვნებისადმი, ზოგი კაზინოში გავარდება, ზოგი სად. არ იყოთ ზღვარგადასული.

კირჩხიბი

წარმატების ფაქტორი გაქვთ, მაგრამ თქვენი მთავარი პრობლემა ელექტრო და სანტექნიკის გაფუჭებაა. ზოგიერთი უცერემონიოდ ჩაერევა ნათესავების ცხოვრებაში, რაც ნათესაურ კონფლიქტებს შექმნის, ამიტომ ფრთხილად. ამ ცდუნებას არ აჰყვეთ.

ლომი

აქტიურია, ენერგიულია. ბევრი რამ გამოსდით, ახალი წინადადება წამოვა სამსახურებრივი, შემოქმედია. ამ პერიოდში ზედმეტად ფაქიზი ხდება შენიშვნების მიმარათ, რადგან კრიტიკად მიიღებს.

ქალწული

ყველაზე მეტი წარმატებები აქვს ფინანსური კუთხით. ენერგოტონუსი ნელ-ნელა კლებულობს, ამიტომ ნუ გადაიღლება. ეს მერე შეცდომებს დააშვებინებს.

სასწორი

მათი დროა, მაგრამ ყველაზე რისკჯგუფშია, რატომ?! მიუხედავად იმისა, რომ ჯანზეა არის ალბათობა, რომ არაზედაპირული დამოკიდებულება აქვს ვალდებულებებთან, რამაც კარიერული წინსვლა შეაფერხოს. შესაძლოა ფინანსური კუთხით წარმატებას მიაღწიოს.

მორიელი

ენერგოტონუსი ეცემა, მაგრამ ინტუიცია ძლიერდება.  მოუვა ორიგინალური იდეები,რითაც მიიზიდავს სხვა ადამიანებს, ძალიან დაფასდება ამ კუთხით. აკონტროლოს ზურგს უკან რა ხდება, რადგან აქტიურდება ფარული მტრები. არაფერი ზედმეტი არ ილაპარაკოს, მაშინ მშვიდად ჩაივლის ეს დაბნელების დერეფანი.

მშვილდოსანი

აქტიურია, ენერგიულია, შარმიანია, ახლობლები და კოლეგები მხარს უჭერენ, მაგრამ ფრთხილად იყოს ფარულ და ფეიკადამიანებთან ინტერნეტში. აქ შეიძლება ბევრი არასწორი ინფორმაცია იყოს. მეობრულ ურთიერთობებში დიპლომატია.

თხის რქა

აქვს დრო ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინოს, პარტნიორული თანამშრომლობა იქნება კარგი და ნაყოფიერი, მატულობს სიხისტე. ეს ნიშანი ზედმეტად დიქტატორი ხდება, რაც გამოიწვევს საპასუხო ტენდენციებს.

მერწყული

გადასარევად გრძნობს თავს, იღბლიანობა და ფინანსურობა მატულობს. საინტერესო იდეების რეალიზება, მაგრამ მოუხდება რუტინული მოვალეობების შესრულება. მოგზაურობის და თანამშრომლობის კუთხით იღბლიანი პერიოდია.

თევზები

ახლა მას მარტოობა უყვარს, თუმცა ვურჩევდი აკონტროლოს პარტნიორის მოქმედება თუ საერთო კაპიტალს ფლობენ ვინმესთან ერთად. გავითვალისწინოთ, რომ ეს ის პერიოდია, როცა ენას კბილი უნდა დააჭიროს. მთლიანობაში შემოქმედებითი კუთხით კარგი პერიოდია, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედებს კარგად, თუმცა შინაგანი განმარტოებისკენ სურვილი იმატებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, საქართველოს მთავრობისგან ჯილდოს სახით, თითოეულს, მილიონი ლარი გადაეცემათ

🔴 მატილდა გვარლიანი Holidaymagazine-ს გარეკანზე გამოჩნდა - მოდელის მორიგი წარმატება

🎥 „ეს არის პერიოდი, როდესაც მოხდება საჯარო სკანდალები, რისი გავლენაც ორი კვირიდან, 18 წლამდეა ხოლმე“ - ხათუნა ნოელი 2 ოქტომბრის მზის დაბნელებაზე