Digest Logo

„საბერძნეთის კუნძულებს ტურისტული სეზონის პიკში წყლის კრიზისი ემუქრებათ“ - Reuters

1720535064
საბერძნეთის კუნძულლები

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე მდებარე ყველაზე დიდი წყალსაცავი ამოშრა, ხოლო ზღვის წყალი ამომშრალ საირიგაციო ჭებში ხვდება, რის გამოც კუნძულზე კარტოფილის მოსავალს საფრთხე ემუქრება.

მეორე კუნძულ კარპატოსზე კი, ხელისუფლებამ საცურაო აუზების წყლით გავსებაზე შეზღუდვა დააწესა, ხოლო ჩრდილოეთით მდებარე კუნძულ თასოსზე წყლის გაფილტვრისთვის საჭირო დანადგარს ეძებენ, რათა ზღვის წყალი დასალევად ვარგისი გახადონ.

საბერძნეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე რამდენიმე თვეა წვიმა საერთოდ არ მოსულა. ახლა, როდესაც ქვეყნის კუნძულები ტურისტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადებიან, წყლით მომარაგებაზე დატვირთვა ჯერ კიდევ არ არის გაზრდილი.

„მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში ნალექის მწვავე დეფიციტია, განსაკუთრებით კუნძულ ნაქსოსზე, სადაც ჩვენი წყალსაცავები დაცარიელებულია“, - განაცხადა კუნძულის მერმა დიმიტრის ლიანოსმა.

საბერძნეთს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს, რათა მისი უძველესი ღირსშესანიშნაობებით, ხელუხლებელი პლაჟებითა და ფირუზისფერი კამკამა წყლით დატკბეს.

თუმცა კლიმატის ცვლილებამ, მათ შორის ტემპერატურის მატებამ, არარეგულარულმა ნალექმა და ტყის ხანძრებმა, ქვეყნის ეკონომიკის უმსხვილეს მამოძრავებელ ძალას საფრთხეს შეუქმნა.

ეს წელი განსაკუთრებით დაძაბული იქნება. ისტორიაში ყველაზე თბილი ზამთრის შემდეგ ტყის ხანძრები უჩვეულოდ ადრე დაიწყო, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც, როგორც წესი, თოვს. ტყის ხანძრებს სულ მცირე ექვსი ტურისტი ემსხვერპლა, მათ შორის ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბავშვი პატარა ბუდუა...“ - ბუდუ ზივზივაძე ოჯახთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს

ეკა ხოფერიას დაბადების დღე აქვს - ტელეწამყვანი 52 წლის გახდა

„მე თვითონ გავფორმდები-მეთქი და ქარხანაში დავიწყე მუშაობა, ნავთლუღში საშენმასალათა კომბინატი იყო“ - ნინო სუხიშვილის აქამდე უცნობი ისტორია