საფრანგეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 1/16 ფინალში შვედეთის გუნდს დიდი ანგარიშით 3:0 სძლია და 1/8 ფინალში გადავიდა.
შეხვედრა აშშ-ში, ნიუ ჯერსის სტადიონზე გაიმართა და საფრანგეთის უპირატესობით წარიმართა. ფრანგებმა შვედების კართან ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს. მატჩის დასაწყისშივე ფრანგების 10-მა ნომერმა კილიან მბაპემ გოლი გაიტანა, თუმცა გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და ბურთი არ ჩაითვალა.
45-ე წუთზე მბაპემ კიდევ ერთხელ აიღო შვედების კარი. ამ შემთხვევაში გოლი ჩაითვალა და ტაბლოზე ანგარიში 1:0 საფრანგეთის სასარგებლოდ დაფიქსირდა. შეხვედრის 53-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის 74-ე წუთზე თავი კვლავ მბაპემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
საფრანგეთის მეტოქე 1/8 ფინალში პარაგვაის ეროვნული გუნდი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „მარტივად მიაღწევთ თქვენს მიზნებს“: 1-ელი ივლისის ენერგიები
⭕ „ეკლესია სულ იბრძოდა ამ სულიერი ინტუიციის დადასტურებისათვის“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
წყარო: imedinews.ge