
საფრანგეთის ალპებში, მონბლანთან ახლოს, ყინულის დიდი მასის ჩამოვარდნის შედეგად იტალიელი მთამსვლელი დაიღუპა.
როგორც მედია წერს, 38 წლის კაცი და მისი პარტნიორი მონბლან-დიუ-ტაკულის მთაზე ადიოდნენ, როდესაც ყინული მოტყდა და კაცს დაეცა.
საფრანგეთის პოლიციამ გაფრთხილება გასცა, რომ მონბლანის საფეხმავლო მარშრუტებზე ჩამონგრევები რეგულარული და არაპროგნოზირებადი მოვლენაა.
მონბლანი დასავლეთ ევროპის უმაღლესი მწვერვალია, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის, იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნამდვილი მზე ყოველთვის ჩემს გულშია...“ - როგორია ნუცა ბუზალაძის ზაფხული
⭕„გეშინოდეს ადამიანის, ვისაც გაენდე და შენი გულისთქმა ანდე...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე