
სახელმწიფოების მეთაურები წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს ხსოვნას პატივს მიაგებენ - მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
მსოფლიოს ლიდერები წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადაც რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონიას ევროპის არაერთი სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან პრინცი უილიამი ესწრებიან.
ცერემონიაზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად.
ცერემონიაზე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის ჩასვლაც ბოლო საათებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის ხანმოკლე შეხვედრაც შედგა.
შეგახსენებთ, პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ დავიკლოთ პასკითა და სადღესასწაულო კერძებით მომატებული კილოგრამები - დალი ჩიტალაძის რჩევები