Digest Logo

„ჩემი საოცნებო ცხოვრებით ვცხოვრობ... ბევრი რამ მინანია, თუმცა, შეცდომები და ფსკერზე ჩასვლა გზრდის ადამიანს“ - აჩიკო ბერიძე

1745650997
აჩიკო ბერიძე

„ქართული ოცნების“ წევრი, მომღერალი აჩიკო ბერიძე,  ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს. 

გთავაზობთ ამონარდს ინტერვიუდან:

– ვინ არის აჩიკო ბერიძე?

ბათუმში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, რომელიც მადლიერია იმ ადამიანების, ვინც მთელი ცხოვრება გვერდში უდგას. ის, რომ მე დღეს აქამდე მოვედი, ეს უამრავი ადამიანის დამსახურებაა. მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ასეთი ოჯახი და მეგობრები მყავს, მაქვს საქმე, რომელსაც ერთგულად ვემსახურები.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ჩემი საოცნებო ცხოვრებით ვცხოვრობ. მყავს დიდი ოჯახი, მყავს შვილები, შეყვარებული, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, სიმღერა ჩემს „ალილოელებთან“ ერთად და იცით, რომ სოლო კარიერაც მაქვს. ამასთანავე, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც პოლიტიკა ჰქვია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს. ეს არის შესაძლებლობა, რომ მოცემული დრო მაქსიმალურად გამოვიყენო ადამიანების გვერდში დგომისთვის. ყოველთვის ასე ვხედავდი ჩემს თავს და უფლის წყალობით, ყველაფერი ასე მოხდა.

– წარსულს რომ გადავხედოთ, რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, დღეს სინანული უკავშირდებოდეს?

– ბევრი რამ მინანია, თუმცა, შეცდომები და ფსკერზე ჩასვლა გზრდის ადამიანს. მე დღეს „ვყვარობ“ ჩემს მაშინდელ შეცდომებს და ფსკერამდე ჩასვლას. რომ არა ეს გამოცდილებები, დღეს ვერ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ. არ ვამბობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ახლა ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ დღეს რომ აჩიკო ბერიძე ვარ, ჩემი შეცდომებისა და იმ ფსკერის დამსახურებაა. ამიტომ, აღარ ვნანობ ამ ყველაფერს, პირიქით, თავაწეული ვიხსენებ და შემიძლია, ჩემს შეცდომებს თვალი გავუსწორო.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემი მთავარი გამარჯვება არის ჩემი დიდი ოჯახი, შვილები, ადამიანები, რომლებიც ამ ასაკამდე მომყვნენ და ჩემთან ერთად არიან. გამარჯვება ადამიანებს და ურთიერთობებს უკავშირდება. ორ წელიწადში 40 წლის გავხდები. ასეთ ასაკს რომ უახლოვდები, უკვე რაღაცაში უნდა იყო გამარჯვებული და მიხარია, რომ გამარჯვებაზე ჩემი საყვარელი ადამიანები მახსენდებიან. ასევე, საქმე, რომელშიც სიყვარულს უპირობოდ გავცემ.

მარცხს რაც შეეხება, დამარცხებულის პოზიციიდან არასდროს ვუყურებ სიტუაციას. არ ვფიქრობ, რომ რამეში დავმარცხდი, ყველაფერი რაც ხდება, სწავლისთვისაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ დავიკლოთ პასკითა და სადღესასწაულო კერძებით მომატებული კილოგრამები - დალი ჩიტალაძის რჩევები

⭕რომის პაპთან დასამშვიდობებლად 250 ათასი ადამიანი მივიდა

წყარო: tbiliselebi.ge