Heritage Auctions-ი და HBO „სამეფო კარის თამაშებისადმი“ მიძღვნილ აუქციონს ჩაატარებს, რომელზედაც საკულტო სერიალის გადაღებებისა გამოყენებულ 2 ათას ნივთს გაყიდიან.
აუქციონის სახლის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ვაჭრობა 10-12 ოქტომბერს გაიმართება. საგნების ფასი 500-დან 20 ათას დოლარამდე მერყეობს. ლოტებს შორის არის - ჯეიმე ლანისტერის აბჯარი, სერსი ლანისტერის, სანსა და არია სტარკების კოსტიუმები, ასევე ინტერიერის ნივთები, დრაკონების თავის ქალები, ჯონ სნოუს ხმალი, დეიენერის ტარგარიენის საქორწინო კაბა და ა.შ.
HBO-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი როუ აღნიშნავს, რომ აუქციონი შოუს ფანებს საშუალებას მისცემს სერიალის ისტორიის ნაწილის მფლობელები გახდნენ.
„სამეფო კარის თამაშები“ განსაკუთრებული მომენტი იყო ჩვენს კულტურაში. ეს არის ის, რასთანაც ერთად ჩვენ გავიზარდეთ. მას ყველა ჩვენგანზე ჰქონდა გავლენა. მას გავლენა ჰქონდა კულტურაზე და ეს სერიალი რაღაცას ნიშნავდა თითოეული ადამიანებისთვის“, - აღნიშნა მან.
„სამეფო კარის თამაშები“ ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა. სერიალი ჯორჯ მარტინის საგას „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ეყრდნობა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პარასროლაში ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
⭕„ოქროს მედალს გისურვებ ჩვენო სიამაყე მოფარიკავევ“ - გოგა ჩანადირი ნინო თიბილაშვილზე
⭕ორსული მაკო ყაველაშვილი შესანიშნავად გამოიყურება - დიზაინერი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს