Digest Logo

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თვითმკვლელობა სცადა

1733900604
სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილი მინისტრი

სამხრეთ კორეის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა კიმ იონ ჰენმა სეულის საგამოძიებო იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელმა შინ იონგ ჰემ საპარლამენტო მოსმენების დროს განაცხადა.

შინ იონგ-ჰეს თქმით, ყოფილმა მინისტრმა თავის მოკვლა ფორმალური დაკავების ორდერის გაცემამდე სცადა.

თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ყოფილი მინისტრი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

კიმ იონ ჰენი კვირას, 8 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერი გასცა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პირდაპირ აძლევდნენ ინსტრუქტაჟს, არ მოუსმინოთ მშობლებს, არ დაუჯეროთ მათ“ - რას ჰყვება განათლების მინისტრის მოადგილე მოზარდების პოლიტიკურ მოვლენებში ჩართვის მცდელობებზე

ნინი შერმადინი იუბილარია - მომღერალი 37 წლის გახდა

ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც მეტროში მოკლეს