
„სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლეგენდარული სპეციალისტი, რომელიც სანდრო მამუკელაშვილის მწვრთნელია, ცუდად რესტორანში ყოფნის დროს გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად გრეგი თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პოპოვიჩს ნოემბერში მსუბუქი ინსულტი დაემართა, რის გამოც სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა.
„სან ანტონიომ“ NBA-ში სეზონი რამდენიმე დღის წინ დაასრულა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა. 76 წლის პოპოვიჩს NBA ხუთჯერ აქვს მოგებული, ამერიკის ნაკრების მწვრთნელის რანგში კი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია. მას „სან ანტონიოსთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა დაუბრუნდება თუ არა გუნდს, მომდევნო სეზონის განახლებამდე გაირკვევა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მზე სამი დღით წყვეტს თავის მოძრაობას...“ - ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
🎥 „უპატივცემულობა სიკვდილით ისჯება!...“ - სოსო ნებიერიძის ექსკლუზიური მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში
წყარო: imedinews.ge