
რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი-პროპაგანდისტი, ტელეკომპანია Russia Today-ის დირექტორი მარგარიტა სიმონიანი თბილისში 7 მარტს მომხდარ მოვლენებს საკუთარ ინტერნეტ-არხზე ეხმაურება. ინფორმაციას tlgrm.ru ავრცელებს.
„ერთსა და იმავე დღეს თბილისში წყლის ჭავლით მომიტინგეებს არბევდნენ, ხოლო ისრაელი მეზობელ სირიას ბომბავდა. მაგრამ თქვენ ხომ არ შეგიძლიათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც თავის მეზობლებს ბომბავს და ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს“, - წერს სიმონიანი და ამატებს, რომ ამ ორი პრინციპის დარღვევისას საუბარი კვლავ მხოლოდ რუსეთზე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, თბილისში 7 მარტს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია 66 ადამიანი.
ასევე დაგაინტერესებთ ⬇️
🔘„თუ ძალიან გაინტერესებთ, უფრო ადრე მინდოდა ამის დაწერა“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე
🔘რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები