Digest Logo

შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის გამო ანაპაში ასობით ფრინველი დაზარალდა

1776344582
 ფრინველი დაზარალდა

რუსეთის ქალაქ ანაპაში სპეციალისტები 800 ფრინველის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც შავ ზღაში ჩაღვრილი ნავთობით დაზარალდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

საუბარია, ძირითადად, მურტალებსა და ღორიხვებზე. სარეაბილიტაციო ცენტრში 650 ფრინველი გადაიყვანეს. ნავთობით დასვრილი ბევრი ფრინველი პირდაპირ პლაჟზე დაიღუპა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ნავთობი ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე 2024 წელს ქერჩის სრუტეში ტანკერების ჩაძირვის შემდეგ ჩაღვრილი ნავთობი.

კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა 11 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანაპიდან 11 კმ-ში ზღვაში ნავთობპროდუქტების ლაქა იყო აღმოჩენილი. ამავე წყაროს ცნობით, ნავთობპროდუქტები, შესაძლოა, შავ და აზოვის ზღვაში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე და გემებზე უკრაინული დრონების იერიშების შემდეგ ჩაიღვარა. საუბარია „მსუბუქი ფრაქციის“ ნავთობპროდუქტებზე, რომლებმაც ფრინველები დააზარალეს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მოერიდეთ: იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას...“ - ასტროლოგის რჩევები 17 აპრილის ახალმთვარეობისთვის

⭕ „სამყარო კარს გიღებთ, შედით მასში!...“ - რა გავლენას იქონიებს 17 აპრილის ახალი მთვარე: ასტროლოგის რჩევები

⭕ თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

წყარო: newshub.ge