Digest Logo

„შესანიშნავი ქალი იყო, შთამაგონებელი ცხოვრებით“ - ტრამპის ყოფილი მეუღლე გარდაიცვალა

1657956085
დონალდ ტრამპის პირველი ცოლი

დონალდ ტრამპის პირველი ცოლი - ივანა ტრამპი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უცხოური გამოცემის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სხეულის დაზიანებები გახდა. ივანა ტრამპი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში, კიბეზე დაეცა.

„ივანა იყო ლამაზი, შესანიშნავი ქალი, რომლის ცხოვრებაც შთამაგონებელი იყო“, - თქვა ტრამპმა ყოფილ ცოლზე.

წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავდა - დონალდ ჯუნიორი, ივანკა და ერიკ ტრამპები.

ივანა ტრამპი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა, ყოფილ პრეზიდენტზე 1977 წელს დაქორწინდა. ისინი 15-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 1992 წელს დაშორდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მეც მეგონა რომ ევროპა, ჩოხას და ჩუქურთმას წაგვართმევდა“ - დათო ლიკლიკაძე იუმორით ჰყვება, რა სიკეთე მოაქვს ევროკავშირის წევრობას

🔵„მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ხომ მიწამებთ ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ“ - სოსო გოგაშვილი