Digest Logo

„შესიებული სახე და კისერი, აბსურდული სოციალური დისტანცია“ - რაზე მიანიშნებს პუტინის ვიზუალი და რა სჭირს მას

1647247848
პუტინი

„დასავლელი ჯაშუშები მიიჩნევენ, რომ პუტინის მზარდი არასტაბილური ქცევა, შესიებული ვიზუალი და ვიზიტორებისთვის აბსურდული სოციალური დისტანცია, სამედიცინო მკურნალობის შედეგია“, - ამის შესახებ ინფორმაციას mailonline ავრცელებს.

წყაროები ვარაუდობენ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, დაავადებული იყოს კიბოთი, პარკინსონის დაავადებით ან დემენციით. გარდა ამისა, 69 წლის დესპოტის „შესიებული სახე და კისერი“ შესაძლოა, სტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების პოტენციური გვერდითი ეფექტი იყოს.

სწორედ გარეგნობის გამო დადგა რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ.

„უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, მის გადაწყვეტილების მიღებაში შესამჩნევი ცვლილება მოხდა. მის ირგვლივ მყოფები ხედავენ შესამჩნევ ცვლილებას მის სიტყვებში და როგორ აღიქვამს მის გარშემო არსებულ სამყაროს“, - წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ვწყევლი და შევაჩვენებ კირილე გუნდიაევს, სპირიდონ აბულაძეს, ილია კარკაძეს“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე სასულიერო პირებს დაუპირისპირდა

„ახლავე შეწყვიტეთ შეჭრა და ომი უკრაინაში“ - მსოფლიო პატრიარქი

ხვალ, 10:00 საათიდან 16 მარტის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეგეზღუდებათ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყარო: www.dailymail.co.uk