„წმინდა მამათა წინასწარმეტყველების მიხედვით, რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა გაერთიანდება და ერთი დიდი სახელმწიფო „წმინდა რუსეთი" ჩამოყალიბდება“, - ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას განაცხადა, რამაც დეკანოზი ილია ჭიღლაძის გაღიზიანება გამოიწვია. ის სოციალურ ქსელში მეუფე სპირიდონსა და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირს დაუპირისპირდა და მათ ფაშისტები უწოდა.
„დღეს მართლმადიდებლობის ზეიმია და საეკლესიო ტრადიციული ტიპიკონით აღესრულება ერესიარქების (მწვალებლობათა მოთავეების) ანათემირება, შეჩვენება, დაწყევლა.
საბჭოთა პერიოდადან მოყოლებული ეს წესი აღარ სრულდება ქართულ ეკლესიაში, რაც არამართლმართლმადიდებლურია და საეკლესიო ტიპიკონის დარღვევაა.
ვწყევლი და შევაჩვენებ ყველა ძველ ერსიარქს და მათთან ერთად შევაჩვენებ და ვწყევლი ახალ ერესიარქებს კირილე გუნდიაევს, სპირიდონ აბულაძეს, ილია კარკაძეს და ყველა სხვა პუტინოიდს, რუსოფაშისტს, კაენის ცოდვის გამამართლებელ რუსოფილებს, სახარების უარყოფის, ქრისტეანობის გაყალბების, ეკლესიის გახრწნის, რელიგიის პოლიტიკურ იარაღად ქცევისათვის!
ახალმოწამე უკრაინელ მართალ მამათა, დედათა, ბავშვთა სისხლი იყოს თქვენზე და ყველა თქვენს მიმდევარზე“, - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ახლავე შეწყვიტეთ შეჭრა და ომი უკრაინაში“ - მსოფლიო პატრიარქი
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება