Digest Logo

🎥 „შობა ნიშნავს სითბოსა და სიყვარულს“ - ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო კათოლიკე მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს

1766590811
 ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო კათოლიკე მრევლს შობის დღესასწაულს ულოცავს. 

„მთელი გულით გილოცავთ ქრისტეს შობას. ეს დიდი და ლამაზი დღესასწაულია. მთელი გულით მსურს, შევიდე თქვენს გულში და თქვენს ოჯახში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვინმე ავად არის, ვინმე მარტო არის.

შობა ნიშნავს სითბოს. ღმერთი არის სითბო, სიხარული და ყურადღება ადამიანების მიმართ. იესო მოვიდა და იესო არის ღმერთის ხატი და მის ცხოვრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ მისი სიყვარული ადამიანებისადმი იყო დიდი – ჩემ მიმართ, თქვენი მიმართ, ყოველი ადამიანის მიმართ.

გილოცავთ და გისურვებთ, ამ დღეებში მაინც თქვენ გახდეთ სხვა ადამიანებისთვის სითბოს ნიშანი. ეს არის ყველაზე ლამაზი ქადაგება, რომელიც იქნება ჩვენს ეკლესიაში ამ დღეებში: მე, თქვენ, ყველანი ვიქნებით სიყვარულის ნიშანი სხვების მიმართ, იესოს ნიშანი სხვების მიმართ. იესო დაიბადა ამისთვის“, - განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნახეთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც გაიხსნებით და დაუბრკოლებლად გაესაუბრებით...“ - როგორ ავარჩიოთ მოძღვარი?

🎥 „თუ საცივი 6 სთ გაქვთ საახალწლო სუფრაზე, უნდა გადავღვაროთ...მისი შენახვა აღარ შეიძლება...“ - ირაკლი არაბული

⭕რატომ არ უნდა ჩაიცვათ ცეცხლოვანი წითელი ახალ წელს