ყინწვისის ნათლისმცემლის მამათა მონასტრის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე: როგორ ავარჩიოთ მოძღვარი? - წერს:
„როგორ ავარჩიოთ მოძღვარი?
პირველყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იდეალური და სრულყოფილი არსება მხოლოდ ღმერთია და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცდეს.
მოძღვარი არ არის გამონაკლისი, რადგან მასაც აქვს გარკვეული სისუსტეები და შესაბამისად სავსებით შესაძლებელია ისიც შეცდეს.
ხოლო ზოგადად კი, მოძღვარი უნდა იყოს შემკული შემდეგი თვისებებით:
1. უფლისადმი მტკიცე რწმენით, სიყვარულით, ერთგულებით, მორჩილებითა და სასოებით.
2.ის უნდა იყოს: მზრუნველი, უშუალო, თბილი და ყურადღებიანი.
3.წირვა-ლოცვის, მარხვის და კეთილი საქმეების მოყვარული.
4.მოწყალე, ქვრივ-ობოლთა, გლახაკთა, პატიმართა და სნეულთა მომკითხველი.
5.ზომიერად მკაცრი, გამოცდილი, თავმდაბალი და უბრალო.
6.უნდა გასწავლოს ქრისტეს დიდება და არა საკუთარი თავის გაკერპება.
7.დაუზარებლად და ყველამხირვ უნდა ცდილობდეს დაგეხმაროს და თანადგომა გამოგიცხადოს.
და ბოლოს, მოძღვარი არ არის ის, ვისაც წელიწადში ერთხელ ესაუბრებით მხოლოდ ტაძარში და ისიც 5, 10 წუთით.
მოძღვარი არის სულიერი მამა, მასწავლებელი, მეგობარი, ექიმი და ა.შ. ამიტომ ნახეთ ისეთი ადამიანი, რომელთანაც გაიხსნებით და დაუბრკოლებლად გაესაუბრებით ნებისმიერ საკითხზე.
გისურვებთ იპოვოთ ისეთი მოძღვარი, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების გზაზე ღვთივსათნო თვისებების შეძენაში.“, - წერია მონასტრის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: