სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გადაცემაში დღის პოსტი სტუმრად იმყოფებოდა, სადაც საახალწლო სუფრასა და პროდუქტების სწორად შენახვაზე ისაუბრა.
როგორც სპეციალისტი გვირჩევს, არ არის რეკომენდებული საკვების 2 საათზე მეტხანს სუფრაზე გაჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მივირთვათ ამ დროის გასვლისთანავე ან გადავღვაროთ:
„საცივი არის ყველა ოჯახში. როდესაც მას სუფრაზე გამოვიტანთ შეგვიძლია ის 2 საათის განმავლობაში გავაჩეროთ სუფრაზე. შემდეგ შეგვიძლია მაცივარში შევინახოთ. თუ 4 საათი გავიდა მაშინ უნდა მივირთვათ და აღარ შევინახოთ. თუ 6 საათის განმავლობაში არის გაჩერებული სუფრაზე მაშინ არც საცივის და არც სხვა კერძების მირთმევა აღარ შეიძლება. 2 საათის შემდეგ ბაქტერიები ოთახის ტემპერატურაზე გამრავლებას იწყებენ. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მარტივად ხდება მათი გამრავლება. ამიტომ ორი საათი არის ზღვარი.
თუ კერძი მაიონეზით ან ნიგვზით არის მომზადებული, ის გადის მალფუჭებადი საჭმელების სიაში. იგივე წესი მოქმედებს მათზეც, მაცივარში უფრო ნაკლები შენახვის ვადა აქვთ მათ. მაქსიმუმი კი არის 48 საათი. მალფუჭებად კატეგორიას წარმოადგენს და ხდება მარტივად მავნებელი. ნებისმიერი კერძს, რომელსაც სახლში ვამზადებთ მაქსიმალური შენახვის ვადა 72 საათი აქვს“, - ამბობს ირაკლი არაბული.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: