შვედეთის პოლიციის განცხადებით, ცენტრალურ ქალაქ ორებროს სკოლის კამპუსში სროლის შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი დაღუპულებს შორის არის. ის მარტო მოქმედებდა, მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
სამართალდამცველების თქმით, დაღუპულთა იდენტიფიცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს. პოლიცია აცხადებს, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
გრძელდება საგამოძიებო სამუშაოები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიშხვართე და სილამაზე...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
🎥 თუ დროის უმეტეს ნაწილს ოფისში, ან კომპიუტერთან ატარებთ, მაშინ ეს პრაქტიკული ვარჯიშები თქვენთვისაა!