ყველასათვის საყვარელი მსახიობი როლანდ ოქროპირიძე გადაცემა „პოსტ ალიონის“ თანაწამყვანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გადაცემაში გაჟღერდა, სადაც იგი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე საუბრობს:
„ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის, მიხარია, რომ მეღირსა დილით ადრე გაღვიძება. ვინერვიულე და მგონი გიტარა გამივარდა ხელიდან.
მოგეხსენებათ კახეთში მაქვს ტბა და საკუთარი კუნძულიც. ძალიან ლამაზი ადგილია. სათევზაო მეურნეობაა, სადაც ადამიანები ერთობიან ქეიფობენ, თევზაობენ. არ გამოდის მხოლოდ მსახიობის შემოსავლით ცხოვრება, მით უმეტეს თუ ოჯახი გყავს. ზაფხულზე ჩემთან დიდად არ ცხელა, აქ ზამთარი ზამთარს ჰგავს ზაფხული ზაფხულს. ოჯახში ბევრნი ვართ ოთხი შვილი მყავს, ორი ბიჭი, ორი გოგო. ტანადაც დიდები ვართ, ჟირაფების ოჯახს ვეძახით ჩვენს თავებს“, - ჰყვება იგი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გააგრძელებს დინამოში თორნიკე კვარაცხელია თბილისის კარიერას
⭕რუსეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვეს