Digest Logo

🎥 თუ დროის უმეტეს ნაწილს ოფისში, ან კომპიუტერთან ატარებთ, მაშინ ეს პრაქტიკული ვარჯიშები თქვენთვისაა!

1738680910
ვარჯიშები ვარჯიშები

რა იწვევს ოსტეოფიტებს, ე.წ. მარილებს?! რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას?! - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ექიმმა-რეაბიტოლოგმა თორნიკე ჭელიძემ ისაუბრა:

„ოსტეოფიტები არის პატარა წარმონაქმნები ძვლებზე. მარილები ილექება ძვლებზე და წარმოქმნის ოსტეოფიტებს. ეს ყველაფერი იწვევს ძვლების უმოქმედობას და ტკივილს. დაზიანებული პირი იწვევს ასევე ხრაშუნს და ხმაურს ძვლებისას.

ზოგადად ასაკის მატებასთან ერთად სახსრების ცვეთა იმატებს.

ქალბატონებში ხშირია ეს შემთხვევა, რადგან მენოპაუზის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. კაცებში ხშირია თიაქრები, ტრავმული დაზიანების ართროზები. პირველ რიგში ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევისა და უმოქმედობის შედეგია.

ასევე ალკოჰოლი და თამბაქო საზიანოა“, - აღნიშნავს თორნიკე ჭელიძე.

იგი რეკომენდაციის სახით, საჭირო ვარჯიშებს უზიარებს საზოგადოებას, რომლის ვარჯიში ყველასთვის ნებადართულია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიხარია, რომ მეღირსა დილით ადრე გაღვიძება...“ - მსახიობი როლანდ ოქროპირიძე „პოსტ ალიონის“ თანაწამყვანი გახდა

⭕გააგრძელებს დინამოში თორნიკე კვარაცხელია თბილისის კარიერას

⭕რუსეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვეს