Digest Logo

სკანდალი „ევროვიზიაზე“ - ისრაელის წარმომადგენელს პალესტინის დროშებით დახვდნენ

1747044881
 ისრაელის წარმომადგენელს პალესტინის დროშებით დახვდნენ

„ევროვიზია 2025“-ის გახსნის ცერემონიაზე სკანდალი მოხდა. კონკურსის გახსნაზე ისრაელის წარმომადგენელს იუვალ რაფაელს პალესტინის დროშებით დახვდნენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

როდესაც მომღერალი „ფირუზის ხალიჩით“ მიდიოდა, მას აქციის მონაწილეებმა სტვენა და ყვირილი დაუწყეს, რითაც ცერემონიის ჩაშლა სცადეს. პალესტინელთა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა თითით კისრის გადაჭრის მოძრაობა გააკეთა, რაც ისრაელის დელეგაციამ პირდაპირ მუქარად შეაფასა.

ისრაელის დელეგაციამ პოლიციას მიმართა, რომელმაც აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ანალოგიური აქცია პალესტინელმა აქტივისტებმა „ევროვიზიაზე“ 2024 წელსაც გამართეს. მათ ისრაელის წარმომადგენელს რეპეტიციის ჩატარებაში ხელი შეუშალეს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა - გარემოს ეროვნული სააგენტო

🎥 „ვუყურებ მოხატულ კედლებს, ვფიქრობ - ნუთუ ეს მე გავაკეთე?...“ - გაიცანით, ხატმწერი მასწავლებელი და მოსწავლე მესტიიდან

🎥 „მეჩვენება, რომ სასულიერო პირები ჩამოვრჩით, თავიანთ ენაზე არ ველაპარაკებით ახალ თაობას...“ - დეკანოზ დავით ციცქიშვილის საინტერესო ქადაგება