Digest Logo

🎥 „ვუყურებ მოხატულ კედლებს, ვფიქრობ - ნუთუ ეს მე გავაკეთე?...“ - გაიცანით, ხატმწერი მასწავლებელი და მოსწავლე მესტიიდან

1747035736
ხატმწერები

ხატმწერი მასწავლებელი და მოსწავლე მესტიიდან, რომლებიც ამჟამად ეკლესიის გუმბათს ხატავენ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქმიანობაზე ისაუბრეს და საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები გააცნეს:

ნათია გაბისონია: მუშაობის პროცესში ვერ ვიაზრებ რამხელა საქმეს მაკეთებინებს უფალი, ბოლოს რომ უყურებ მოხატულ კედლებს, ვფიქრობ - ნუთუ ეს მე გავაკეთე. ძალიან მადლიანი და საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ადამიანმა ხატზე უნდა ილოცოს და იგი უნდა მოეხმაროს მას ღმერთთან კავშირში.

სალომე წუკლაური: მუშაობის დროს ჩვენ ძირითადად გალობებს ვუსმენთ. ქადაგებებს. ეს განგვაწყობს უფრო ხატწერისთვის. არის ბრძოლებიც, არ არის მარტივი, თუმცა ღვთის შეწევნით გამოგვდის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეჩვენება, რომ სასულიერო პირები ჩამოვრჩით, თავიანთ ენაზე არ ველაპარაკებით ახალ თაობას...“ - დეკანოზ დავით ციცქიშვილის საინტერესო ქადაგება

🎥 „ცვალებადი და კონფლიქტური სიტუაციაა...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

⭕„შესაძლოა ხელი შეუწყოს მეწყრული პროცესების გააქტიურებას...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან