Digest Logo

ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა დააანონსა

1790143617
ტეილორ სვიფტი

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა ახალი სინგლი Patient Zero დააანონსა, რომელიც 25 სექტემბერს გამოვა.

„სულმოუთქმელად ველოდებოდი შესაძლებლობას, თქვენთვის მეთქვა: ჩემი ახალი სინგლი Patient Zero 25 სექტემბერს გამოვა“, - დაწერა სვიფტმა სოციალურ ქსელში.

სინგლის დასახელება მომღერალმა ფარული მინიშნებებით დააანონსა - მათ შორის, სოციალურ ქსელში პროფილის აღწერაში ასო O ციფრ 0-ით შეცვალა. ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემლები უკვე მსჯელობენ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი.

უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება ჭორები, რომ მომღერალი სადებიუტო ალბომის 20 წლისთავთან დაკავშირებით ხელახლა ჩაწერილი ვერსიის Taylor Swift (Taylor's Version) გამოშვებას გეგმავდა. თუმცა, ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი სინგლი ამ თარიღთან დაკავშირებული არ არის და უშუალოდ ეხმაურება Life of a Showgirl-ის ეპოქას. სავარაუდოდ, Patient Zero გახდება უფრო მასშტაბური პროექტის ნაწილი, რომელიც 2025 წლის ალბომის ისტორიას 2026 წელსაც გააგრძელებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მზე სასწორში: შემოდგომის ბუნიობა, ჰარმონიის ძიება და ურთიერთობების ხელოვნება“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება: ზოდიაქოს 5 ნიშანს 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რომანტიკული ურთიერთობები, ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

⭕ „თამაში, სადაც წესებს მხოლოდ ის ადგენს“ - როგორ განადგურებს ნარცისი პარტნიორი ურთიერთობაში: ფსიქოლოგის რჩევები

წყარო: imedinews.ge

✕